ლარინგიტი ხორხის გარსის ანთებას ეწოდება. მწვავე ლარინგიტი დაერთვის ხოლმე გრიპს და სხვა რესპირაციულ დაავადებებს: ქუნთრუშას, ყივანახველას, წითელას. მისი აღმოცენებისათვის ხელის შემწყობია ცივი და გაბინძურებული ჰაერის პირით ჩასუნთქვა, თამბაქოს წევა, ყელის დაძაბვა ყვირილით, ხმამაღალი და ხანგრძლივი ლაპარაკით. ავადმყოფს აქვს ჩახეხვის, სიმშრალის, ფხაჭნის შეგრძნება ყელში, ახველებს დასაწყისში მშრალად, შემდეგ კი შეიძლება წამოუვიდეს ნახველი. ხმა ჩახლეჩილია და შეიძლება მთლიანად დაკარგოს.
უპირველესი სამკურნალო ღონისძიებაა მავნე ფაქტორების გამოთიშვა. ავადმყოფი უნდა იწვეს თბილ ოთახში. ჰაერი არ უნდა იყოს მშრალი, საჭიროა ზედმეტი ლაპარაკისგან, თამბაქოს წევისა და სპირტიანი სასმელისაგან თავის შეკავება.
ლარინგიტის ნიშნების გამოჩენისთანავე ავადყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ გამორჩეს რაიმე სერიოზული დაავადება.
ხალხური მედიცინა ლარინგიტის წინააღმდეგ
თ ა ფ ლ ი
იღებენ 1 ჩაის ჭიქა თაფლს, 1/2 ჭიქა ლიმონის წვენს. წამოადუღებენ და სვამენ ყოველ 5 წუთში ჩაის კოვზით. საღამოს ავადმყოფობა გაივლის.
ს ტ ა ფ ი ლ ო
1 ჩაის ჭიქა სტაფილოს ცოცხალ წვენს ურევენ რამდენიმე კოვზ თაფლს. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 4-5-ჯერ დღეში.
შ ა ვ ი ბ ო ლ ო კ ი
სვამენ 1 ჩაის კოვზ შავი ბოლოკის წვენს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20-40 წუთით ადრე და ივლებენ ყელში.
ა ლ ო ე
ყელის ნებისმიერი დაავადების დროს ივლებენ დღეში რამდენჯერმე ალოეს წვენის 50%-იან წყალხსნარს.
ზ ღ ვ ი ს წ ყ ა ლ ი
კატარის სამკურნალოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა ყელში ზღვის სუფთა წყლის გამოვლება. (ზღვის წყლის შენახვა არ შეიძლება).
გააფართოვეთ თემა: ლარინგიტი