სკლეროზი - ორგანოთა სისხლძარღვების კედლებისა და ქსოვილების შემჭიდროება ანუ მათი სტრუქტურული ელემენტების შეცვლა შემაერთებელი ქსოვილით.
ხალხური მედიცინა სკლეროზის წინააღმდეგ
* ყოველ დილით უზმოზე სვამენ ცხელ წყალს ვაშლის ძმრითა (1 ჩაის ჭიქა წყალში 1-2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი) ან ლიმონის წვენით. თანდათან აღდგება მეხსიერება. შეიძლება მხოლოდ ცხელი წყლის დალევა.
ა ლ ო ე
იღებენ 375 გრ ალოეს ფოთლებს, ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში (ალოე არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები ასაკის. ფოთლების მოჭრამდე არ უნდა მოირწყას 5 დღით ადრე). უმატებენ 625 გ მაისის თაფლს, 675 გრ წითელ ღვინოს. ნარევს დგამენ 5 დღით ბნელ, ცივ ადგილას. პირველი 5 დღის განმავლობაში ღებულობენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ 3 საათით ადრე ჭამამდე. დანარჩენი დღეების განმავლობაში სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 კვირიდან 1,5 თვემდეა.
წამალი რეკომენდებულია სკლეროზის, სხვადასხვა ანთებითი და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ჭ ი ნ ჭ რ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი ს ნ ა ყ ე ნ ი
იღებენ 200 გრ ჭინჭარს (მაისში აღებულს), ასხამენ 0,5 ლ არაყს. ჭურჭელს აკრავენ თავზე მარლას. პირველი დღე-ღამე დგამენ ფანჯარაზე, შემდეგი 6 დღე კი ბნელში, წურავენ. ინახავენ თავდახურული მინის ჭურჭლით.
მიღება: 1 ჩაის კოვზი უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე და 1 ჩაის კოვზი ღამით.
წამლის მიღების შემდეგ მცირდება სკლეროზი, უმჯობესდება გულის მუშაობა და სისხლის შემადგენლობა.
გააფართოვეთ თემა: სკლეროზი