ფაღარათი - კუჭში ხშირი გასვლა, შეიძლება გამოიწვიოს შიშმა, ღელვამ, უხეშმა და უხარისხო საკვებმა. ამ დაავადების დროს ნაწლავის თხევადი შიგთავსი გადაადგილდება სწრაფად და ვერ ასწრებს სითხე სისხლში გადასვლას.
ფაღარათის მკურნალობა ხალხური საშუალებებით
ნ ა ხ შ ი რ ი
ფაღარათს შველის 1 ჩაის კოვზი ცაცხვის ნახშირის ფხვნილის მიღება წყლით. გამოიყენება ტაბლეტებიც. 2-2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ.
კ ა ლ ი უ მ ი ს პ ე რ მ ა ნ გ ა ნ ა ტ ი (მ ა რ გ ა ნ ც ო ვ კ ა)
დილა-საღამოს ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქა კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერ ხსნარს. ზოგჯერ ერთხელ მიღებაც საკმარისია.
მ ო ც ვ ი
4 ჩაის კოვზ მოცვის მშრალ ნაყოფს ასხამენ 1 ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 8 სთ. სვამენ დღის განმავლობაში პატარა ულუფებად.
ბ რ ო წ ე უ ლ ი ს ქ ე რ ქ ი
1 სუფრის კოვზ ბროწეულის ქერქს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ წყლის შეფერვამდე. ერთ მიღებაზე სვამენ მთლიანად.
მ ა ყ ვ ლ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი
3 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და ღებულობენ ჩაის მაგივრად.
კ ვ ი ნ ჩ ხ ი
კვრინჩხის მწიფე ნაყოფს ასხამენ წყალს და აკეთებენ კომპოტს. სვამენ სურვილისამებრ.
ბ რ ი ნ ჯ ი
კუჭაშლილობის დროს საუკეთესოა ბრინჯის ნახარშის მიღება.
ფაღარათის სამკურნალო ბალახებია:
ფარსმანდუკი, ღოლოს ყავისფერი ნაყოფი, ენდრონიკა, პიტნა და სხვა.
გააფართოვეთ თემა: ფაღარათი (კუჭაშლილობა)