ჯანმრთელ ადამიანს ნაწლავების მოქმედება ყოფელდღიურად, დღეში ერთხელ, ან ორჯერ აქვს. ნაწლავების განთავსუფლების აქტი იოლი უნდა იყოს და არ მოითხოვდეს ძლიერ გაჭინთვას, მის მიერე კი სწორი ნაწლავის სრული დაცლის და კმაყოფილების გრძნობა უნდა ჰქონდეს.
ყაბზობას სხვადასხვა მიზეზი და მექნიზმი აქვს. იგი ხშირად თან ერთვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, კოლიტს, აპენდიციტს, ნაღველ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების კენჭოვან ან ანთებით დაავადებას, ქალის სასქესო ორგანოების და დანამატების ანთებას, ქრონიკულ პერიტონიტს, კლიმაქსს, სიმსუქნეს. იშვიათად მისი მიზეზია ნაწლავთა შეხორცებები, გადაგრეხა, სიმსივნე.
ხშირად გვხვდება ყაბზობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე სერიოზულ დაავადებასთან და იმის შედეგია, რომ მოშლილია მსხვილ ნაწლავებში შიგთავსის მექნიკური გადაადგილება, მათი კედლის მოდუნების (ატონიის) ან, პირიქით, მძლავრი შეკუმშვის (სპაზმის), ან ორივეს შერწყმის (დისკინეზიის) შედეგად. ამგვარი "პირველადი ყაბზობის" ყველაზე ხშირი მიზეზია კვების თავისებურება, როდესაც ადამიანი ჭამს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სრულყოფილად შეიწოვება და აღარ წარმოიქმნება საკმაო მოცულობის განავლოვანი მასა, აღარ ღიზიანდება ნაწლავთა ლორწოვანი და ნაწლავთა მოძრაობითი აქტივობაც ქვეითდება. ასეთი პროდუქტებია: ხორცი, ბულიონი, თეთრი პური, ორცხობილა, თეთრი ფქვილის ნაწარმი, ხაჭო, კვერცხი, ბრინჯი, მანანის ფაფა. ყაბზობას ხელს უწყობს მცირე რაოდენობის საკვების მიღება. ამგვარად, ყაბზობის მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტად შეზღუდული "მსუბუქი დიეტა", რომელსაც ადამიანი მიმართავს სხვა დაავადების (ქრონიკული გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი) მიზეზით ან სრულიად გაუმართლებლად მოჩვენებითი ავადმყოფობის, ჩვევის, ცხოვრების პირობების გამო, ზედმეტი მოფრთხილების, წონის დაკლების მიზნით.
ყაბზობას ხელს უწყობს სითხის მიღების შეზღუდვა, აგრეთვე წყლის აუნაზღაურებლად დაკარგვა, მაგალითად, სიცხეში ძლიერი ოფლიანიბა, უმოძრაობა, მჯდომარე მუშაობა, ფეხით სიარულის შეზღუდვა, რაც ხშირია დიდ ქალაქებში მცხოვრებთა, დაწესებულებებში მომუშავეთა შორის. უმოძრაობისა და კვების შეზღუდვის გამო ემართება ყაბზობა მწოლიარე ავადმყოფს.
არც თუ იშვიათად ყაბზობის მიზეზია ნაწლავთა დაცლის სურვილის ხელოვნური დათრგუნვა. ასე ხდება ტკივილის შიშით ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების და წყლულების გამო. პროფესიასთან დაკავშირებით შეკავება უხდებათ ტრანსპორტის მძღოლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, რკინიგზის ტრანსპორტის მგზავრებს. ზოგი ადამიანი თავს იკავებს ყალბი სირცხვილის გრძნობით, იმიტომ რომ, დილაობით სამსახურში ეჩქარება, ზოგი კი ერიდება მოუწყობელ, ჭუჭყიან სპირფარეშოს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკის შეკავებულ მდგომარეობას, ნერვულ გადაღლას, თვით ყაბზობის შიშს.
ყაბზობის ერთ-ერთი მიზეზია ნაწლავების სპაზმური შეკუმშვა ნიკოტინის გავლენით. ამავე დროს ბევრ მწეველს ნაწლავების მოქმედება აღეძვრება მხოლოდ მაშინ, თუ სიგარეტი გააბოლა, ეს კი აიძულებს მას მოსწიოს სიგარეტი საპირფარეშოში.
ყავზობის დროს ადამიანს აქვს მუცლის სისავსის და შებერვის შეგრძნება, ზოგს - ყრუ ან მოვლითი ტკივილი. დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება, უხალისობა, შიში, რაც იმასთან არის დაკავშირებული, რომ ადამიანმა იცის ყაბზობის მავნებლობის შესახებ.
შეიძლება აღინიშნოს მეხსიერების შესუსტება, შრომის უნარის შემცირება, თავის ტკივილი, ტკივილი გულის არეში, გულის მუშაობის გახშირება ან, პირიქით, გაიშვიათება, ექსტრასისტოლიები, ჰერის უკმარისობის გრძნობა. დამახასიათებელია პირში ცუდი გემო, უმადობა, უსიამოვნო სუნი პირიდან.
ყაბზობის დროს ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა სათანადო შემთხვევაში გამოვლინდეს ძირითადი წინამორბედი დაავადება და მკურნალობაც შესაბამისად წარიმართოს.
ყაბზობის მკურნალობა
ვ ა რ ჯ ი შ ი
დილით გაღვიძებისთანავე ივარჯიშეთ ლოგინში. იწექით, ასწიეთ ტანის ზედა ნაწილი (წამოჯექით) ისე, რომ არ დაეყრდნოთ ხელებს. გააკეთეთ 20-30-ჯერ. შემდეგ დადექით იატაკზე, დაიწყეთ ხელები თეძოებზე და გააკეთეთ ჩაჯდომა-ადგომა 30-ჯერ.
* დილით უზმოზე სვამენ 1-2 ჭიქა ცივ წყალს (ოდნავ მარილიანს) ან ჭამენ 2 ცალ ვაშლს კანიანად. 1 საათის შემდეგ საუზმობენ.
* სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის ცოცხალი წვენების ნარევი საუკეთესო საშუალებაა ყაბზობის სამკურნალოდ. წვენები უნდა იყოს ახალგამოწურული. მიღება აუცილებელია ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 2-3-ჯერ თითო ჩაის ჭიქა. (სტაფილოს წვენი უნდა იყოს 1/2 ჭიქა, დანარჩენი წვენებით კი ჭიქა შეივსება.
ხ ო რ ბ ლ ი ს ქ ა ტ ო
2 ს.კ. ქატოს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ რძეს, აჩერებენ შეფუთულს 30-40 წთ და ჭამენ უზმოზე 1 თვის განმავლობაში.
ა ლ ო ე
ღებულობენ 1 ჩაის კოვზ ალოეს წვენს დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
ა ლ ო ე დ ა თ ა ფ ლ ი
იღებენ 30 გ თაფლს და 150 მლ ალოეს წვენს (ალოე უნდა იყოს 3-5 წლიანი მაინც და 2 კვირის მოურწყავი). მოჭრილ ფოთლებს ათავსებენ მაცივარში ბიოსტიმულაციისათვის 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, წურავენ და უმატებენ თაფლს.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილით უზმოზე და ღამითაც, შეიძლება წყლის დაყოლება.
ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა
2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს. ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში.
მიღება: 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ხ ე შ ა ვ ი
1 სუფრის კოვზ ხეშავის ნაყოფს ასამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 2 სთ. სვამენ ღამით 1/2 ჭიქას.
ს ე ლ ი ს თ ე ს ლ ი
ყოველ დღე 1 ჩაის კოვზ სელის თესლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. ხარშავენ. ფუთავენ. აჩერებენ 4-5 სთ. ღებულობენ ძილის წინ თესლებიანად.
ს ე ნ ნ ა ს ფ ო თ ლ ე ბ ი
2 ს.კ. სენნას ფოთლებს ასხამენ 200 მლ ცხელ მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. აჩერებენ 45 წთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 -1/3 ჭიქას დილითა და ღამით. კურსი 10 დღეა.
გააფართოვეთ თემა: ყაბზობა