ღვიძლის ციროზი არის დაავადება, რომლის დროს ზიანდება და იღუპება ღვიძლის უჯრედები. მათ ადგილზე ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. ბოლო სტადიაში ღვიძლი შეჭმუხნული, დაპატარავებული და გამკვრივებულია.
ციროზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ვირუსული ჰეპატიტი, ზოგჯერ არასწორი კვება და სხვა.
ავადმყოფმა მედიკამენტებით მკურნალობასთან ერთად შეიძლება გამოიყენოს ხალხური საშუალებებიც.
ც ი რ ო ზ ი ს მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა
ნ ა კ რ ე ბ ი
შვიტას, კრაზანას, ვარდკაჭაჭას, ფესვსა და ფარსმანდუკს იღებენ თანაბარი რაოდენობით (25 გრ), აქუცმაცებენ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, აჩერებენ 20 წთ, შემდეგ კი ადუღებენ 10-15 წთ. წურავენ და ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ მშიერ კუჭზე.
ქ ა ლ ი ს რ ძ ე
ქალის რძეს ურევენ თეთრ ფქვილსა და ღებულობენ დილა-საღამოს უზმოზე 1 სუფრის კოვზს.
ვ ა რ დ კ ა ჭ ა ჭ ა
ვარდკაჭაჭას ფესვებსა და ღეროებს აქუცმაცებენ. იღებენ 2 ს.კ. და ასხამენ 1/2 ლ მდუღარეს. ხარშავენ 15 წთ. წურავენ და უმატებენ 2 ს.კ. თაფლსა და 1 ჩ.კ. ძმარს.
მიღება: ყავის ჭიქით სადილამდე 1 საათით ადრე. 1-2 კვირის შემდეგ კურსი მეორდება.
გააფართოვეთ თემა: ციროზი (ღვიძლის)