ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ჯილეხი(ციმბირის წყლული)

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ჯილეხი(ციმბირის წყლული) Empty ჯილეხი(ციმბირის წყლული)

    Post by news Mon Apr 06, 2009 9:01 pm

    ჯილეხი(ციმბირის წყლული) Jilexi

    ციმბირის წყლული ადამიანის და ცხოველის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი ერთეული იშვიათი შემთხვევების სახით გვხვდება.

    გამომწვევი ბაქტერია გარემოში იკეთებს სპორას, რის გამოც დიდხანს ძლებს. დაავადება ვითარდება ორგანიზმში სპორების მოხვედრისას, ინფექციის წყაროა დაავადებული ან დაცემული ცხოველი. ადამიანი ავადდება უსუალო კონტაქტით, ცხოველის დაკვლის, გატყავების ან აკაფვის, ტყავისა და ბეწვის დამუშვების დროს. ინფექცია შეიძლება გადაეცეს კუჭ-ნაწლავის გზითაც, თუ ავადმყოფი ცხოველის ხორცი ხანგრძლივად არ იხარშებოდა. ავადდებიან უფრო ხშირად მწყემსები, ყასბები, საქონლის გამტყავებლები, ტყავზე და ბეწვზე მომუშავენი. ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ გადაეცემა.

    ციმბირის წყლულის ფარული პერიოდი ორგანიზმში სპორების მოხვედრიდან დაავადების გამჟღავნებამდე 2-12 დღეა.

    კანის ფორმა ჩვეულებრივ ტანსაცმელისგან დაუფარავ ადგილებში (სახეზე, თავისა და კისრის მიდამოებში, წინამხარზე ან მტევანზე) ვითარდება.

    ინფექციის შეჭრის ადგილზე ჩნდება ზედაპირიდან წამოწეული წითელი ლაქა. რომელიც რამდენიმე საათში, სითხის ჩადგმომის გამო, ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი 1-2 დღე იზრდება და მის ცენტრში შავი ქერქი წარმოიქმნება, ქავილის დროს ან თავისთავად ბუშტუკი სკდება და წყლულად იქცევა, მის ირგვლივ წითელი არეა. სითხით სავსე შვილეული ბუშტუკებით წყლული თანდათან დიდდება რამდენიმე მმ ან სმ ზომამდე. მის ირგვლივ ქსოვილი შეშუპდება, მაგრამ უმტკივნეულოა. არასოდეს არ ჩირქდება. წყლულის განვითარებას თან სდევს 38-39 oC-მდე სიცხე. ავადმყოფს თავი სტკივა, გულისცემა გახშირებულია. მე-5-6 დღიდან სიცხე ეცემა და ავადმყოფის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება. შეშუპება თანდათან იკლებს და წყლული იფარება შავი ქერქით, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კანქვეშა და კუნთოვან ქსოვილს. თუ წყლული და ნეკროზი ღრმაა, შეიძლება დაზიანდეს სისხლძარღვის კედელი და განვითარდეს სისხლდენა. გამოჯანმრთელებისას წყლულის ადგილას უხეში ნაწიბური ჩნდება. თვალბუდის არეში არსებულმა წყლულმა შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. მძიმედ მიმდინარეობს ჯილეხის ჩხირით გამოწვეული ფილტვების ანთება, ნაწლავური ფორმა, მენინგიტი და სეფსისი.

    დაავადებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. დროული მკურნალობა გამოჯანმრთელებით მთავრდება უხეში ნაწიბურის გაჩენის გარეშე.

    ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება ვეტერინარულ სამსახურთან ერთად. დაცემული ცხოველი უნდა დაიწვას ან დამუშავდეს სადეზინფექციო ნივთიერებებით და ღრმად დაიმარხოს. მოსახლეობა უნდა ერიდოს საკვებად ვეტერინალური სამსახურის ნებართვის გარეშე გაყიდული ხორცის გამოყენებას. ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც ცხოველებთან კონტაქტი ან ბეწვთან მუშაობა უხდებათ, უტარდებათ აცრები.

    გააფართოვეთ თემა: ციმბირის წყლული (ჯილეხი)

      Current date/time is Sat Oct 05, 2024 12:22 pm