ქალის კლიმაქტერული პერიოდი იწყება 45-50 წლის ასაკში. ზოგჯერ უფრო ადრეც. ამ პერიოდში თანდათან წყდება მენსტრუაცია, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ფუნქცია ისპობა. ეს პერიოდი ზოგჯერ 10 წლამდე გრძელდება.
კლიმაქსის პერიოდში ქალს უჩნდება მრავალი უსიამოვნო შეგრძნებები: თავის ტკივილი, ალები, გაღიზიანებადობა, უძილობა, სისხლის წნევის მომატება. ეს სიმპტომები ხსირად 1-2 წელში გაივლის. ქალი კვლავ ჯანმრთელად გრძნობს თავს.
კლიმაქსის დროს ქალი უნდა მოერიდოს გადაღლას, ზედმეტ საკვებს, უნდა აიკრძალოს ალკოჰოლის, ჩაის, ყავის გამოყენება.
კლიმაქსის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
სისხლდენა კლიმაქსის პერიოდში
წ ი წ მ ა ტ უ რ ა
იღებენ 1 სუფრის კოვზ წიწმატურას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ, წურავენ და მთლიანად სვამენ. ამ ნაყენს ღებულობენ სამკურნალოდ სისხლდენის შეჩერებამდე.
ჭ ი ნ ჭ ა რ ი
ჭინჭრის ნახარშის, ნაყენის ან საკვების სახით მიღება შველის სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.
კლიმაქსური ნევროზები
თ ა ვ შ ა ვ ა
* იღებენ 2 სუფრის კოვზ თავშავასა და ასხამენ თერმოსში 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ღებულობენ 3 მიღებაზე 20-30 წუთით ადრე ჭამამდე.
* 10 გ ბალახს ასხამენ 150 მლ 700-იან სპირტს. აჩერებენ 7-10 სთ. ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ღებულობენ 30-40 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-4-ჯერ.
თავშავას ნაყენი მოქმედებს დამამშვიდებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კლიმაქსის პერიოდში.
თავშავას მიღება არ შეიძლება ორსულებისათვის.
ს ა ლ ბ ი
1-2 ს.კ. სალბს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ. 1-2 სთ.
ხალხურ მედიცინაში სალბს იყენებენ უნაყოფობის, კლიმაქსური ჩივილების დროს.
მ ა ყ ვ ა ლ ი
მაყვლის კენკრა და მისი ჩაი კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა კლიმაქტერულ პერიოდში ნერვული მოშლილობის დროს.
კ უ ნ ე ლ ი (წ ი თ ე ლ ი)
* 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს ასხამენ 3 ჭიქა (200 მლ) მდუღარე წყალს. 1 საათის შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ გულის დაავადებების, თავბრუხვევების, სულის ხუთვის, კლიმაქსური ჩივილების დროს.
* კუნელის ნაყოფსა და ყვავილს იღებენ თანაბარი რაოდენობით. ურევენ კარგად. 3 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 2 სთ ბნელ ადგილზე და წურავენ.
მიღება: 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
ამ ნაყენის მიღება შეიძლება გამოჯანმრთელებამდე.
ვ ა ლ ე რ ი ა ნ ი
5 გრ ვალერიანის ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2 სთ. წურავენ. ღებულობენ ნახევარ ჩაის ჭიქას. დილასა და საღამოს ძილის წინ. ეს საშუალება ხსნის სისხლის მოწოლას თავში კლიმაქტერულ პერიოდში.
მკურნალობა ლიმონით და კვერცხის ნაჭუჭით
10 ც ლიმონს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად და ურევენ 5 კვერცხის თეთრ ნაჭუჭს (დაფქვილი). აჩერებენ 7-10 დღე. წურავენ, ღებულობენ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ კლიმაქტერულ პერიოდში მთელი თვის განმავლობაში.
გააფართოვეთ თემა: კლიმაქსი