ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    იმპოტენცია

    news
    news
    Moderator
    Moderator


    იმპოტენცია Empty იმპოტენცია

    Post by news Wed Apr 08, 2009 5:39 am

    იმპოტენცია Impotecia
    იმპოტენცია არის სქესობრივი უძლურება, რომელიც დაკავშირებულია სასქესო ფუნქციის დარღვევასთან. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ტრავმამ, ალკოჰოლმა, მედიკამენტებმა (საძილე, დამამშვიდებელი), დიაბეტმა ან სიმსუქნემ. ხშირად სქესობრივი უძლურება ემოციური დაძაბულობის, სტრესების შედეგია. არანაკლები მიზეზია ვენერიული დაავადებები (სიფილისი, გონორეა).


    ხალხური მედიცინა იმპოტენციის სამკურნალოდ


    ხ ა ხ ვ ი
    ხახვის მიღება უმად ან ნაყენის სახით აძლიერებს სასქესო ორგანოების ფუნქციას.
    იღებენ 2-3 თავ ხახვს. აქუცმაცებენ და ასხამენ 400 მლ წყალს.
    მიღება: 100 მლ 3-ჯერ დღეში.
    შენიშვნა: ეს საშუალება არ უხდებათ კუჭ-ნაწლავით დაავადებულებს. არ არის რეკომენდებული აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი დ ა ქ ი ნ ძ ი
    ოხრახუშსა და ქინძს იღებენ თანაბარი რაოდენობით, ჭრიან წვრილად და ღებულობენ მუდმივად დღეში რამდენჯერმე თითო სუფრის კოვზს საჭმელთან ერთად.

    კ ა კ ა ლ ი
    ატარებენ ნიგოზს ხორცსაკეპ მანქანაში, ამატებენ თაფლს და იყენებენ 2 ჩაის კოვზს დღეში 2-3-ჯერ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. აყოლებენ რძეს.
    მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.

    შ ა ვ ბ ა ლ ა ხ ა
    ა) იღებენ 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შავბალახას ასხამენ 2 ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალს. აჩერებენ 8 სთ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
    ბ) იმპოტენციას შველის აგრეთვე შავბალახას ცოცხალი წვენის მიღება. (40 წვეთი 1 კოვზი წყლით დღეში 3-ჯერ).

    ფ უ ტ კ რ ი ს რ ძ ე
    იმპოტენციას შველის ფუტკრის რძე, რომელსაც ღებულობენ დღეში 2-3-ჯერ 1 გრამს.

    ს ვ ი ა
    1 ჩაის კოვზ სვიის მშრალ გირჩებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ხარშავენ დახურულ ემალის ჭურჭელში ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

    კ რ ა ზ ა ნ ა
    კრაზანა (ბალახს) აქუცმაცებენ, ასხამენ არაყს (1:5) და აჩერებენ 15 დღე.
    მიღება: 40 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.

    ს ტ ა ფ ი ლ ო
    სასქესო ორგანოების ფუნქციის დაქვეითების დროს ღებულობენ სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს. უმატებენ თაფლს და ღებულობენ სუფრის კოვზით 4-5-ჯერ დღეში.

    ნ ი ო რ ი
    2-3 კბილ ნიორს ღებულობენ დღის განმავლობაში. აძლიერებს სქესობრივ აქტივობას და აღადგენს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას.

    ჟ ე ნ - შ ე ნ ი - ა დ ა მ ი ს ფ ე ს ვ ი
    ამზადებენ ჟენ-შენის ფესვების 50-600-იან სპირტიან ნაყენს, (1:10) ფოთლებით დამზადების შემთხვევაში საჭიროა თანაფარდობა 2:10.
    მიღება: 15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

    გააფართოვეთ თემა: იმპოტენცია

      Current date/time is Sat Jul 27, 2024 2:32 pm