ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ბრონქიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ბრონქიტი Empty ბრონქიტი

    Post by news Wed Apr 08, 2009 5:58 am

    ბრონქიტი Bronqiti
    ბრონქიტი - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. ბრონქიტი ბავშვებში ხშირია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ეს დაავადება გამოწვეულია ძირითადად ვირუსული ინფექციით. მწვავე ბრონქიტის საწყისი სტადიის სიმპტომებია: უხალისობა, უმადობა, უძილობა, ტემპერატურის მომატება, ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალია, შემდეგ კი ხდება სველი, გამოიყოფა ნახველი.

    მწვავე ბრონქიტი ექიმთან სათანადო მკურნალობის გარეშე გადადის ქრონიკულ ფორმაში.



    ხალხური მედიცინა ბრონქიტის სამკურნალოდ


    ზ ე თ ი დ ა ს კ ი პ ი დ ა რი
    ხველის დაწყებისთანავე ბავშვს მკერდსა და ზურგს უზელენ მცენარეული თბილი ზეთისა და ცოტა სკიპიდარის ნარევით. თბილად უხვევენ ზურგს, მკერდსა და აწვენენ.

    ა რ ა ყ ი დ ა ძ მ ა რ ი
    მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს ზელენ არყისა და ძმრის თბილი ნარევით (1:1), აძლევენ 1 ჩაის კოვზ გვირილას ნაყენსა და თბილად აწვენენ ოფლის მოსადენად.

    ნ უ შ ი ს ზ ე თ ი
    თუ ბავშვს ბრონქებში ლორწო დაუგროვდა და ვეღარ იშორებს, დღეში რამდენჯერმე აძლევენ 1 ჩაის კოვზ შაქრის სიროფში დამატებულ 2-3 წვეთ ნუშის ზეთს. თან ასმევენ ოფლმდენ საშუალებებს: ჟოლოს ცხელ ჩაის, რძეს, ანისულის ან ფიჭვის კვირტების ჩაის.

    * შეტევის ხასიათის ხველას ამსუბუქებს სკიპიდარის სუნი.

    კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
    კარტოფილს კანიანდ ხარშავენ და ჭყლეტენ, უმატებენ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს და 2-3 წვეთ იოდს. კარგად ურევენ. თბილ მასას უსვამენ ქსოვილზე და აფენენ მკერდზე ყელამდე. ზემოდან აფენენ თბილ ქსოვილს. გაციების შემდეგ ხსნიან.

    * კარტოფილის ცოცხალი წვენი შაქრით დამტკბარი არის ამოსახველებელი საშუალება, რომელსაც აძლევენ ჩაის კოვზით დღეში რამდენჯერმე.

    კ ო მ ბ ო ს ტ ო
    კომბოსტოს ფოთლებს ხარშავენ და წვენს ატკბობენ თაფლით. აძლევენ ბავშვს ჩაის კოვზით დღეში 5-6-ჯერ. ეს საშუალება ამოსახველებელია.

    ც ა ც ხ ვ ი ს ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი
    1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა, მდუღარეს. აჩერებენ შეფუთულ მდგომარეობაში 1 საათით და წურავენ.
    მიღება: 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ გაციების, ბრონქიტის, ხველის, თავის ტკივილისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს.

    დ ე დ ა - დ ე დ ი ნ ა ც ვ ა ლ ი
    1 სუფრის კოვზ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, შეფუთულს აჩერებენ 1 სთ, წურავენ, აძლევენ ბავშვს სუფრის კოვზით 4-6-ჯერ დღეში, ხველის, ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმისა და ფილტვის ანთების დროს.

    ჭ ა რ ხ ა ლ ი
    2 სუფრის კოვზ წითელ ჭარხალს ჭრიან, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ, ფუთავენ 1-2 სთ.
    მიღება: 1/4 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში. შველის ძლიერ ხველას, ხმის ჩახლეჩას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ბრონქიალურ ასთმას.

    ტ უ ხ ტ ი
    ტუხტის ფესვებს ხარშავენ, ატკბობენ თაფლით და აძლევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში რამდენჯერმე მშრალი ხველის დროს.

    ძ ი რ ტ კ ბ ი ლ ა
    ხარშავენ ძირტკბილას ძირებს და აძლევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში 4-5-ჯერ.
    * ხახვის (1 ც), 1 ვაშლის წვენსა და 1 სუფრის კოვზ თაფლს ურევენ. აძლევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ, როგორც სიცხის დამწევი საშუალებას.

    ც ი ტ რ უ ს ი
    ფორთოხლის და გრეიფრუტის ცოცხალი წვენი საუკუთესო საშუალებაა სიცხის დასაწევად.

    ჭ ე რ ა მ ი
    ჭერმის კომპოტი სიცხის დამწევი საშუალებაა. ღებულობენ დღეში რამდენიმე ჭიქას.

    გააფართოვეთ თემა: ბრონქიტი

      Similar topics

      -

      Current date/time is Sun Dec 15, 2024 2:24 am