ჩვილი ბავშვები ფაღარათს ძნელად იტანენ. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტი საკვების მიღება, ზედმეტად ცხიმიანი ძროხის რძე, მეძუძური დედის მიერ მიღებული საკვები და სხვა. ზოგჯერ კუჭში გასვლას ადგილი აქვს 20-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში.
ფაღარათი შეიძლება ნიშანი იყოს რომელიმე მძიმე დაავადებისა, ამიტომ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ოჯახის პირობებში კი შეგიძლიათ ხალხური საშუალებებით დაეხმაროთ ბავშვს.
ხალხური მედიცინა ფაღარათის სამკურნალოდ
ბ რ ი ნ ჯ ი ს ნ ა ხ ა რ შ ი
1 ჩაის კოვზ გარჩეულ, გარეცხილ ბრინჯს ასხამენ 6-7 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე ბრინჯის დაშლამდე. შემდეგ ნახარშს წურავენ, აციებენ და აძლევენ ბავშვს 1/3 ჩ.ჭ. თბილი სახით ყოველ 2 საათში.
ბ რ ო წ ე უ ლ ი ს ქ ე რ ქ ი
1 ჩაის კოვზ ბროწეულის მშრალ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 10-15 წთ, აჩერებენ, ფუთავენ 2 სთ და წურავენ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე. ჩვილ ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით.
მ ა ყ ვ ა ლ ი
ა) 4 ჩაის კოვზ მაყვლის ფოთლებს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ შეფუთულს 2 სთ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბ) მაყვლის მშრალ ნაყოფებს ფქვავენ და ურევენ შაქარს გემოვნებით.
მიღება: 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში წყლით.
ნაყოფი უნდა იყოს ახალდაფქვილი.
კ ა კ ლ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი
იღებენ 20 გრ კაკლის ახალგაზრდა ფოთლებს ან უმწიფარ ნაყოფებს. ასხამენ 200მლ მდუღარეს. აჩერებენ 20 წთ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ეს საშუალება მიიღება კუჭისა და ნაწლავების კატარის, ფაღარათის, რაქიტისა და დიათეზის დროს.
მ უ ხ ი ს ქ ე რ ქ ი
დიზენტერიისა და დისპეპსიის დროს ბავშვს უკეთებენ ოყნას 3 ნაწ. მუხის ქერქის ნახარშისა და 1 ნაწ. სახამებლის ნარევით.
თ ა ფ ლ ი
დიზენტერიით დაავადებულ ბავშვს ექიმის მიერ გამოწერილ წამალთან ერთად აძლევენ 30-60 გ თაფლს დღის განმავლობაში. ამ დროს დიზენტერიის ჩხირები ქრება განავლიდან უფრო ჩქარა, ვიდრე ერთი საშუალებით მკურნალობის დროს.
გააფართოვეთ თემა: ფაღარათი (კუჭაშლილობა)