ჩვილ ბავშვებში ხშირია შეკრულობა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შიმშილმა, საკვებში ზედმეტი ცილების შემცველობამ, დედის ცხიმიანმა რძემ, ხელოვნურმა კვებამ და ა.შ. შეკრულობის დროს ბავშვს აწუხებს მუცელი, ტირის, წუხილს გამოხატავს ფეხების ქნევით.
თუ ბავშვს აწუხებს შეკრულობა, ხალხური მედიცინა ურჩევს მეძუძურ დედას:
ა) კვებამდე ძუძუს თავებზე წაისვით აბუსალათინის ზეთი.
ბ) უზმოზე მიეცით ბავშვს ჩაის კოვზით სტაფილოს წვენი ან გვირილის ნაყენი გაზების მოსაშორებლად.
გ) ბავშვს გაუკეთეთ ოყნა თბილი სუფთა წყლით ან გვირილას ნახარშით.
დ) კარგია მუცლის მასაჟი.
ე) ძველი საშუალებაა ბავშვის საპნისგან დამზადებული სანთლის გაკეთება სწორ ნაწლავში. კუჭის მოქმედება სწრაფად დაიწყება.
ვ) კუჭში გასასვლელად საუკეთესო საშუალებაა მაწვნისა და წყლის ნარევის მიღება (უმჯობესია უზმოზე).
ზ) ბოსტნეულისა და ხილის პიურე საუკეთესო საშუალებაა ჩვილ ასაკში შეკრულობის საწინააღმდეგოდ.
თ) ძალიან ეფექტურია ხორბლის ქატოს მიღება, რომელსაც ხსნიან წყალში ან რძეში, პატარებს აძლევენ ჩაის კოვზით დღეში 4-ჯერ.
ი) მუცლის შებერილობას ხსნიან ქლიავის ნაყოფით, რისთვისაც იღებენ 1 სუფრის კოვზ ქლიავის თესლს, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ხარშავენ 5-10 წთ. ატკბობენ შაქრით, აძლევენ ბავშვს 1 ჩაის კოვზს 5-6-ჯერ დღეში. ამ ნახარშით შეიძლება ოყნის გაკეთებაც.
გააფართოვეთ თემა: შეკრულობა (ყაბზობა)