კლიმაქსი არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური გარდაქმნის პერიოდი, რომლის დროსაც თანდათან ქვეითდება სასქესო ორგანოების ფუნქცია.
კლიმაქსი აქვთ ქალებსა და მამაკაცებსაც.
მამაკაცებში კლიმაქსის ნიშნები ჩნდება 50-60 წლის ასაკში.
კლიმაქსის დამახასიათებელი სიმპტომებია: გულის აჩქარება, ტკივილი გულის მიდამოში, პულსაციის შეგრძნება თავში, თავბრუხვევა, სისხლის წნევის ცვალებადობა, მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, შიშები, ნევროზები და სხვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია კლიმაქსის პერიოდში სისხლში ჰორმონების დეფიციტით. ამ დროს სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოიმუშავებენ ჰორმონებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები.
კლიმაქსის პერიოდის სირთულე დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, ცხოვრების წესზე, კვებასა და სხვა.
კლიმაქსის ნიშნების გამოვლინებისთანავე აუცილებელია მკურნალობა ექიმთან, რომელიც დაგეხმარებათ ამ ცვლილებების იოლად გადატანაში.
კლიმაქსის მკურნალობა
წ ი წ მ ა ტ უ რ ა
იღებენ 30 გ წიწმატურას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ, შემდეგ წურავენ.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
კ უ ნ ე ლ ი
ა) იღებენ 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 30 წთ, წურავენ.
მიღება: 1 ჩაის ჭიქა დილით უზმოზე, დანარჩენ დროს ჭამის შემდეგ.
ბ) კუნელის ყვავილების სპირტიან ნაყენს ღებულობენ დღეში 3-ჯერ (40 წვეთი ცოტა წყლით).
ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა
კლიმაქტერულ პერიოდში ღებულობენ ასეთ ნარევს:
ვალერიანას წვეთები - 20 წვ. კუნელის ყვავილების ნახარში - 20 მლ. პიტნის წვეთები - 15 წვ.
მიღება: დღეში 3-ჯერ.
პ ი ტ ნ ა
კლიმაქტერულ პერიოდს უხდება დილა-საღამოს პიტნის ჩაის დალევა.
გააფართოვეთ თემა: კლიმაქსი მამაკაცებში